რეკლამირება


www.adword.ge
- ს საშუალებით შესაძლებელია ტექსტური რეკლამის შექმნა და პარტნიორ საიტებზე მათი განთავსება. რეკლამის განმთავსებელი საკუთარ თანხას ანაწილებს სურვილისამებრ, ანუ კონკრეტული რეკლამისთვის თვითონ ადგენს დღიურ ბიუჯეტს. თანხის ჩამოჭრა ხდება მხოლოდ რეკლამაზე დაკლიკების შემთხვევაში. ხოლო საიტების მფლობელებს შეუძლიათ გახდნენ ჩვენი პარტნიორები და  გამოიმუშავონ თანხა სახლიდან გაუსვლელად,  თავიანთ საიტებზე რეკლამის გამოქვეყნების შესაძლებლობის მიცემით.



როგორ განვათავსოთ რეკლამა?

რეკლამის განთავსებისთვის საიტზე რეგისტრაციის გარდა საჭიროა დამატებითი ველების შევსება, რათა მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია იყოს სრული. adword-ი რეკლამის განთავსების მსურველებს სთავაზობს საკმაოდ მარტივ და მოხერხებულ ინტერფეისს. რეკლამის განთავსებისთვის საჭიროა შეხვიდეთ რეკლამირებისთვის განკუთვნილ მენიუს პუნქტში - "რეკლამის დამატება", სადაც უნდა შეავსოთ მოცემული ველები, მიუთითოთ საიტი, სადაც გსურთ ტექსტური რეკლამის გამოქვეყნება და ასევე დღიური ბიუჯეტი. რეკლამის დამატებისას თქვენ შეგიძლიათ მიუთითოთ სასურველი დღეები, დააწესოთ საათობრივი ლიმიტაცია, ლიმიტაცია ქვეყნის მიხედვით და ა.შ. დღიური ბიუჯეტის ამოწურვის შემდეგ დამკვეთის რეკლამა ავტომატურად შეჩერდება. რეკლამის დამატების შემდეგ თქვენი სარეკლამო მასალა განთავსდება თქვენს მიერვე მითითებულ საიტზე. ედვერთაიზერს შეუძლია სურვილისამებრ შეცვალოს სარეკლამო მასალის დასახელება, აღწერა, გაზარდოს ან შეამციროს დღიური ბიუჯეტი და უკვე ატვირთული მასალა დაამატოს სხვა ვებ-გვერდ(ებ)ზე.

რეკლამის განთავსების დროს შეგხვდებათ ტერმინი ”შეთავაზებული ფასი”, რომელიც უმეტეს შემთხვევაში მეტია კლიკის ფასზე. ეს ნიშნავს იმ მაქსიმალურ ფასს, რაც გადაიხადა სხვა მომხმარებელმა ტექსტურ რეკლამაში. შესაბამისად, თუ ჩვენ ავირჩევთ შეთავაზებულ ფასს, თუნდაც არსებულ შეთავაზებულ ფასზე 1 თეთრით მეტს, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი რეკლამა ყოველთვის პირველი პრიორიტეტით იქნება განთავსებული საიტზე და ყველაზე ხშირად გამოჩნდება.

მაგალითი: დავუშვათ კონკრეტულ საიტზე კლიკის ფასია 10 თეთრი, ხოლო შეთავაზებული ფასი 21 თეთრი. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ავირჩევთ 22 თეთრს - ჩვენი რეკლამა გამოჩნდება ყოველთვის პირველი, თუმცა ასევე შეგვიძლია ავირჩიოთ 10 თეთრი და შესაბამისად საიტზე ჩვენი რეკლამა განთავსდება სტანდარტული რიგითობით.

 


როგორ დავამატოთ საიტი?

საიტის დამატებისთვისაც საჭიროა adword.ge-ზე რეგისტრაცია, ასევე დამატებითი ველების შევსება, რათა მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია იყოს სრული. ამის შემდეგ ფაბლიშერი უნდა შევიდეს მენიუს პუნქტში ”საიტის დამატება”, სადაც გაივლის რეგისტრაციისთვის საჭირო ეტაპებს.

  1. საიტის დამატება ხდება ველიდან ”საიტის დამატება”,  მოცემული ველების შევსება სავალდებულოა. აქ მოთხოვნილი ინფორმაციებია: საიტის დასახელება, საიტის მოკლე აღწერა, საიტის ლინკი და ერთი კლიკის ღირებულება.
  2. საიტზე საბაზისო მონაცემების შევსების შემდეგ, საიტი გაივლის მოდერაციას adword-ის ადმინისტრაციის მიერ.
  3. ადმინისტრაციიდან თანხმობის მიღების შემდეგ, ფაბლიშერმა უნდა მიუთითოს საიტის სარეკლამო სივრცის ზომა და ზონა.
  4. მესამე ეტაპის გავლის შემდეგ საიტის მფლობელი adword-ის გვერდიდანვე მიიღებს iFraimCod / JavaScriptCod. ამ ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ, რეკლამის დამატების მსურველებს ექნებათ შესაძლებლობა ფაბლიშრის საიტზე განათავსონ რეკლამები.

საიტის მფლობელის სურვილის შემთხვევაში, ედვორდის ადმინისტრაცია განათავსებს საიტის რეკლამას პარტნიორ საიტებზე. ამ შემთხვევაში საიტის რეკლამა განთავსდება უსასყიდლოდ.



სტატისტიკა

მეტი ინფომარციისა და კონტროლისათვის სისტემა იძლევა საშუალებას, რომ დამატებული რეკლამის შესახებ ედვერთაიზერი და ფაბლიშერი ფლობდეს მისთვის აუცილებელ ინფორმაციას: სტატისტიკაში მოცემულია დამატებული რეკლამის ჯამური და მიმდინარე დღის კლიკებისა და ნახვადობის რაოდენობა. ეფექტურობა წარმოადგენს ე.წ. CTR-ს, რაც მიმდინარე კლიკების ნახვადობასთან ფარდობითი მაჩვენებელია.

 

ბეჭდვა