რეკლამის ღირებულება
adword

რეკლამის დამკვეთს ოფისიდან გაუსვლელად, მინიმალური დანახარჯებით შეუძლია განათავსოს საკუთარი რეკლამა, ანუ განსაზღვროს საკუთარი დღიური ბიუჯეტი და აკონტროლოს

დღიური ბალანსი. ეს თქვენ საშუალებას გაძლევთ, რომ თანხა გადაიხადოთ არა რეკლამის დამატებისას, არამედ თქვენს რეკლამაზე დაკლიკების შემდეგ, რომლის ფასაც ადგენს თავად ედვერთაიზერი. იმისათვის რომ, რეკლამა უფრო ხშირად გამოჩნდეს ჩვენს პარტნიორ საიტებზე, მომხმარებელმა უნდა გაზარდოს კლიკის ღირებულება. რეკლამის განლაგება განისაზღვრება აუქციონის პრინციპით.

მაგ: თუ X მომხმარებელი განათავსებს ტექსტურ რეკლამას რომელიმე საიტზე, რომლის კლიკის ღირებულება შეადგენს 0.10 ლარს, ხოლო Y მომხმარებელი დააფიქსირებს X მომხმარებლის მიერ შეთავაზებულ კლიკის ღირებულების (0.10ლარი) ფასზე მეტს, ამ შემთხვევაში ის ზრდის კლიკის ღირებულებას (0.10ლარი - ის ზემოთ ნებისმიერი თანხა). აღნიშნული ოპერაციის განხორციელების შემდეგ Y-ედვერთაიზერის ტექსტურ რეკლამას ენიჭება პრიორიტეტი და განთავსდება ფასის იერარქიის მიხედვით (მოყვანილი მაგალითის შემთხვევაში, Y დაფიქსირდება X -ედვერთაიზერის რეკლამამდე).

ბეჭდვა