კომპანია Adword სტუდენტურ კონკურსს იწყებს!
adword
კონკურსის ხანგრძლივობაა 2 თვე და შედგება რამდენიმე ეტაპისგან:
1. რეზიუმეების მიღება და პირველადი გადარჩევა
2. Short List-ის დაბარება და მათთან შეხვედრა ჟიურისთან ერთად, სადაც ადგილზე, სპონტანურად გაყიდიან რამე კარგად ნაცნობ პროდუქტს 3. შეირჩევა 20 ადამიანი, რომლებსაც ჩაუტარდებათ ტრენინგები და სპეციალური გადამზადება, რის შემდეგაც დაიწყებენ მარკეტინგულ და გაყიდვების დაგეგმვას რეალურ კომპანიებთან
4. ეტაპობრივად, სუსტი გუნდები დატოვებენ პროექტს, ხოლო ძლიერები გააგრძელებენ ბრძოლას გამარჯვებისთვის
5. ფინალურ ეტაპზე, დარჩენილი სამი ჯგუფი, დაუგეგმავს გაყიდვებს ცნობილ ქართულ კომპანიებს, მოხდება შედეგების ანალიზი, რაც გაშუქდება პალიტრა მედიას სხვადასხვა მედია საშუალების მიერ (ტელევიზია, რადიო, საიტები)
6. გამარჯვებული გუნდი დასაქმდება პალიტრა მედიას შვილობილ კომპანია Adword-ში;
კონკურსი მიზნად ისახავს ახალგაზრდა, მოტივირებულ ადამიანებს შეასწავლოს გაყიდვების ტექნიკა და შემდგომ დაასაქმოს ისინი საინტერესო და პერსპექტიულ პოზიციებზე.
თუ ხარ მოტივირებული, ენერგიული, კომუნიკაბელური და კრეატიული ახალგაზრდა - ეს კონკურსი სწორედ შენთვისაა!
კონკურსი ეხება მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებს.
გამოგზავნე შენი რეზიუმე მისამართზე: student@palitra.ge

ბეჭდვა